Мой сайт მთავარირეგისტრაციაშესვლა
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 01
        თიაქარპლასტიკა ლიხტეიშტეინის მეთოდით - კეთდება კლასიკური განაკვეთი პუპარტის იოგის პარალელურად და 2 სმ-თი მედიალურად. გარეთა ირიბი  კუნთის აპონევროზი იკვეთება მთელს სიგრძეზე და ორივე ნაფლეთი ჩლუნგად გამონთავისუფლდება  ირგვლივ მდებარე ქსოვილებისგან. მოიძებნება თიაქრის პარკი რომელიც საზარდულის შიგნითა რგოლამდე გამონთავისუფლდება და ყელის არეში გადაიკვეთება. თიაქრის თავი სათანადოდ დამუშავდება და ჩაბრუნდება განივი ფასციის ქვემოთ. ამის შემდეგ აქ არსებულ დეფექტს დაეკერება  ერთ პოლუსიანი მარლისებრი ბადე, რომელიც ზემო პოლუსის არეში ჩაიჭრება რათა სათესლე ბაგირაკისთვის დარჩეს პატარა ხვრელი. შემდეგში ბადე განუწყვეტელი ვიკრილის ნაკერით ეკერება კუნთებს და პუპარტის იოგს. ბაგირაკის ზემოთ კვანძოვანი ნაკერებით იკერება გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზი და ჭრილობა იხურება ყრუდ.

                       
Просмотров: 1349 | Добавил: MRadidasa | Дата: 01.10.2009 | Комментарии (0)

        მარცხენაფილტვის ზედა  წილის რეზექცია. კეთდება მარცხენა მხრივი თორაკოტომია, განაკვეთი ტარდება მეხუთე ნეკნთა შუა სივრცეში   მეხუთე ნეკნი გადაიჭიმება და ჭრილობაში თავსდება გულ-მკერდის რეტაკტორი. ფილტვის კარის მიდამოში ითიშება იოგოვანი აპარატი, დასაწყისში წვრილი სისხლ ძარღვები გამოიყოფა და გადაიჭრება ორ ლიგატურას შორის. ზოგიერთი მსხვილი სისხლძარღვი გადაიჭრება სტეპლერის საშვუალებით. ზემო წილის ბრონქები გადაიკვეთება TI სტეპლერით. ამის შემდეგ ხდება ფილტვის ზედა წილის გამოცალკევება ქვედა წილისაგან.დარჩენილი ქვედა წილის ქსოვილი მიკერდება ერთმანეთზე რათა დაიხშოს წვრილი აიროვანი ნაჟღენთები, რომელიც გამოწვეულია ფილტვის ქსოვილის დაზიანებით.


Просмотров: 1187 | Добавил: MRadidasa | Дата: 01.10.2009 | Комментарии (0)

    თორაკოაბდომინური ესფაგოგასტრექტომია ივერ ლეგის მეთოდით. იჭრება საყლაპავის დისტალური და კუჭის პროქსიმალური ნაწილი, ამ მიდამოში არსებული სიმსივნის გამო. თავდაპირველად კეთდება ზედა შუა ლაპარატომია, კუჭის დიდი სიმრუდე გამოცალკევდება დიდი ბადექონისგან ქვემოდან ზემო მიმართულებით (პანკრეასსაც დავინახავთ) განაკვეთი გრძელდება საყლაპავის ხვრელამდე, ამ პროცესში გადაიკვეთება კუჭის მარცხენა არტერია.  პარალელურად გამოიყოფა კუჭის მცირე სიმრუდე ზედა ნაწილში რათა მოხდეს კუჭის პროქსიმალური ნაწილის მობილიზაცია. ამით მთავრდება ოპერაციის აბდომინური ნაწილი.  შემდეგ ავადმყოფს აწვენენ მარცხენა გვერდზე და აკეთებენ თორაკოტომიას მეშვიდე ნეკნთაშუა სივრცეზე. გადაიჭრება კენტი ვენა რომელიც მჭიდროდ ეკვრის საყლაპავის უკანა კედელს. GIA  სტეპლერის საშუალებით მოიკვეთება საყლაპავის დისტალური და კუჭის პროქსიმალური ნაწილი. ამის შემდეგ კეთდება  ეზოფაგოგასტროანასტომოზი სპეციალური მოწყობილობით, რომლის შესაყვანადაც კეთდება წინაგასტროტომია. ანასტომოზის დადების შემდეგიხურება კუჭის წინა კედელი.


Просмотров: 987 | Добавил: MRadidasa | Дата: 01.10.2009 | Комментарии (2)

პარასკევი, 18.07.2025, 08:15
საიტის მენიუ

    მინი-ჩეთი
    ჩვენი გამოკითხვა
    ვითარდება თუ არა საქართველოში მედიცინა?
    სულ პასუხი: 78
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    შესვლის ფორმა
    ძებნა
    კალენდარი
    «  ოქტომბერი 2009  »
    ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
    ჩანაწერების არქივი
    საიტის მეგობრები
    Copyright MyCorp © 2025Free site builder - uCoz