მარცხენაფილტვის ზედაწილის
რეზექცია. კეთდება მარცხენა მხრივი თორაკოტომია, განაკვეთი ტარდება მეხუთე ნეკნთა
შუა სივრცეშიმეხუთე ნეკნი გადაიჭიმება
და ჭრილობაში თავსდება გულ-მკერდის რეტაკტორი. ფილტვის კარის მიდამოში ითიშება
იოგოვანი აპარატი, დასაწყისში წვრილი სისხლ ძარღვები გამოიყოფა და გადაიჭრება ორ
ლიგატურას შორის. ზოგიერთი მსხვილი სისხლძარღვი გადაიჭრება სტეპლერის საშვუალებით.
ზემო წილის ბრონქები გადაიკვეთება TI სტეპლერით.ამის
შემდეგ ხდება ფილტვის ზედა წილის გამოცალკევება ქვედა წილისაგან.დარჩენილი ქვედა
წილის ქსოვილი მიკერდება ერთმანეთზე რათა დაიხშოს წვრილი აიროვანი ნაჟღენთები,
რომელიც გამოწვეულია ფილტვის ქსოვილის დაზიანებით.