თიაქარპლასტიკა ლიხტეიშტეინის მეთოდით - კეთდება კლასიკური განაკვეთი
პუპარტის იოგის პარალელურად და 2 სმ-თი მედიალურად. გარეთა ირიბიკუნთის აპონევროზი იკვეთება მთელს სიგრძეზე და
ორივე ნაფლეთი ჩლუნგად გამონთავისუფლდებაირგვლივ მდებარე ქსოვილებისგან. მოიძებნება თიაქრის პარკი რომელიც
საზარდულის შიგნითა რგოლამდე გამონთავისუფლდება და ყელის არეში გადაიკვეთება.
თიაქრის თავი სათანადოდ დამუშავდება და ჩაბრუნდება განივი ფასციის ქვემოთ. ამის
შემდეგ აქ არსებულ დეფექტს დაეკერებაერთ
პოლუსიანი მარლისებრი ბადე, რომელიც ზემო პოლუსის არეში ჩაიჭრება რათა სათესლე
ბაგირაკისთვის დარჩეს პატარა ხვრელი. შემდეგში ბადე განუწყვეტელი ვიკრილის ნაკერით
ეკერება კუნთებს და პუპარტის იოგს. ბაგირაკის ზემოთ კვანძოვანი ნაკერებით იკერება
გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზი და ჭრილობა იხურება ყრუდ.