Мой сайт მთავარირეგისტრაციაშესვლა
მთავარი » ფაილები » ორსულთათვის

ორსულობა
15.10.2009, 03:57
  1 კვირა

რა თქმა უნდა ეს ჯერ კიდეევ არ არის ორსულობა, რადგან თქვენ ჯერ ისევ მორიგი მენსტრუალური სისხლდენა გაქვთ, მაგრამ გინდათ თუ არა თქვენი ორგანიზმი დედობისათვის ემზადება.ძირითადად ოვულაცია მენსტრუაციის დაწყებიდან 14 დღეში ხდება. ამ დროს უნდა გაამდიდროთ თქვენი ორგანიზმი ჯანმრთელი პროდუქტებით, უნდა მიიღოთ დამატებით ფოლიუმის მჟავა, თავი დაანებოთ მოწევას, ალკოჰოლის მიღებას. ასევე არ უნდა მიიღოთ ორსულობისათვის საშიში მედიკამენტები, გაიაროთ მუდმივი კონსულტაციები თქვენს ექიმთან. ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ თქვენს ბავშვს მოუმზადოთ ჯანსაღი საწყისი განვითარებისათვის.

თქვენი ორგანიზმი ახლა თანდათანობით დაიწყებს ახალ ცხოვრების რეჟიმთან შეგუებას. თქვენ კი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი გენიჭებათ ამ 9 თვის განმავლობაში, რადგან ამ დროის განმავლობაში უწინდელზე მეტად უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე და თქვენს მუცლად მყოფ პატარაზე, მისი ჯანმრთელი განვითარების საწინდარია დედის ჯანსაღი კვება, და მშვიდი გარემო.

მომავალი მამიკოებს კი წინ ძალიან საინტერესო ცვლილებები ელოდებათ; მათი როლი ისეთივე მნიშვნელოვანია ჩასახვის მომენტიდან, როგორც დედის. ისინი უნდა გახდნენ დედიკოსა და ბავშვის კეთილდღეობის გარანტი.. და მთავარი მხარდამჭერი ძალა.


ათასობით კვერცხუჯრედიდან გამოიკვეთა ლიდერი. ეს ყველაზე ხშირად ერთადერთი კვერცხუჯრედია, რომელიც მოთავსებულია სპეციფიური სითხით სავსე ბუშტუკაში.
ნაყოფის სქესი ფორმირდება განაყოფიერებისთანავე და თუ თქვენ ბავშვის სქესი არ მოგეწონათ, დააბრალეთ მამას, ვინაიდან სქესსზე პასუხს აგებს სწორედ მამის სქესის ქრომოსომა მის სპერმაში. 

ამ პერიოდში განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იმყოფება ფაზაში, როდესაც მისი უჯრედები იყოფიან, 2-ად, 4-ად, ... და ასე 250 მდე.. ამასთან კვერცხუჯრედი იწყებს მოძრაობას და საბოლოოდ მიეკრობა საშვილოსნოს კედელს.

ამ პერიოდში ორსულობის ნორმალური განვითარებისთვის ძალიან სასარგებლოა კალციუმი, იკვებეთ რძის პროდუქტებით;


ჯერ თქვენ რათქმა უნდა არ იცით რომ ფეხმძიმედ ხართ, თუმცა ქალების ნაწილი მაინც გრძნობს სხვადასხვა სიმპტომებზე დაკვირვებით ორსულობის დადგომას. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს მკერდის მგრძნობელობის მომატებით, დაღლილობით, ძილის სურვილით...

ის ქალბატონები, რომლებიც აკვირდებიან საკუთარი ორგანიზმის მიერ მოცემულ ყოველ ნიშანს, და გაფაციცებით ელოდებიან ფეხმძიმობას, განსაკუთრებით ფრთხილები იქნებიან ამ პერიოდში, მეტად დაისვენებენ, და შეიქმნიან მშვიდ გარემოს, ეს ყველაზე კარგი საშუალებაა ფეხმძიმობის წარმატებული სტარტისთვის.


ბოლო მენსტრუაციული ციკლიდან 2 კვირის შემდეგ, თქვენ შეიძება უკვე მიხვდით რომ ორსულად ბრძანდებით. შესაძლოა ტესტმაც აჩვენოს დადებითი შედეგი და ასე ნანატრი 2 ხაზი მქრთალად, მაგრამ მაინც გამოჩნდეს.

პატარა განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს უკვე ჩანასახი შეგვიძლია ვუწოდოთ.
თქვენი ორგანიზმი მალე გამცნობთ რომ ფეხმძიმედ ბრძანდებით, ეს პირველ რიგში გამოიხატება მენსტრუაცის არ ქონით. ამ დროს არ მოიკლოთ ფოლიუმის მჟავა, რკინის შემცველი საკვები და პროტეინები. ფოლიუმის მჟავა იცავს თქვენს პატარას ორსულობის პერიოდში დეფექტებისაგან.

არ მიიღოთ გაციების და თავისტკივილის წამლები, ანტიბიოტიკები და სხვა რამაც შეიძლება ავნოს პატარას, წინასწარ აუცილებლად დაეკითეთ ექიმს და იგი გირჩევთ ბავშვისთვის უვნებელ პრეპარატს.

შეეცადეთ ხშირად დაისვენოთ და არ გადაიტვირთოთ;


ყველა იმ შეგრძნებებს, რომელიც აღმოაჩინეთ წინა კვირაში, შეიძლება დაემატოს თავის ტკივილები, გახშირებული შარდვა, წინა მენსტრუაციის მსგავსი ტკივილები, მკერდის ტკივილი, ძილის სურვილი, მადის დაქვეითება, გულისრევა და ღებინება. არ შეშინდეთ. ეს ორსულობის თანამდევი მოვლენებია და შესაძლოა გაგრძელდეს გარკვეულ ხანს.

ჩანასახი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა დაახლოებით 0,01524 მმ. ემბრიონი შედგება 3 ფენისაგან შიდა ფენა - ენდოდერმი (შემდგომში ჩამოყალიბდება ფილტვებად, ღვიძლად და საჭმლის მომნელებელ ორგანოებად), შუა ფენა - მესოდერმი (საბოლოოდ მიიღებს  გულის, კუნთების, თირკმელის, სასქესო ორგანოების და ძვლების სახეს). და გარეთა შრე - ექტოდერმი (საბოლოოდ ჩამოყალიბდება როგორც ბავშვის კანის ქსოვილი, თმები, თვალები, ნერვული სისტემა.)

რისი ჭამისგან შევიკავოთ თავი?
მოერიდეთ მდნარ ყველს, გოგრას, შოკოლადს, შებოლილ ან უმ, მოუხარშავ, შეუმწვარ, და დაუმუშავებელ საკვებს.

ახლა უკვე დროა გაიკეთოთ ორსულობის ტესტი.. დადებით შედეგს აჩვენებს როგორც სისხლის ანალიზის აღება HCG - ზე (იშიფრება როგორც - human Chorionic Gonadotropin), ასევე სახლის პირობებში ორსულობის ტესტიც.


ჩევები მამებს - ახლა უკვე ხვდებით რა გელოდებათ წინ? თქვენი ცხოვრება მალე სრულიად შეიცვლება. იმისათვის რომ კარგად გაუგოთ თქვენს მეორე ნახევარს, და მაქსიმალურად შეძლოთ მისი დახმარება და მხარდაჭერა, მოიძიეთ წიგნები, ვიდეო მასალები და კარგად გადაიკითეთ ჩვენი საიტი. თქვენი მეუღლე მადლიერი დაგრჩებათ თქვენ კი თავს უფრო დაჯერებულად იგრძნობთ.


მიუხედავად იმისა რომ ორსულობის საწყოს სტადიაზე ხართ, ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, და თქვენი ყოველი ნაბიჯი და მოქმედება უნდა იყოს გააზრებული და უსაფრთხო პატარას განვითარებისთვის. ეს ის კრიტიკული მომენტია რომელიც გადამწყვეტია ბავშვის ჯანმრთელობისთვის.  შეზღუდეთ არასასიამოვნო გარემოში თქვენი ყოფნა, აარიდეთ თავი მწეველებს, და თვითონაც დაანებეთ თავი მოწევას და ალკოჰოლის მიღებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კოფეინის შემცველი პროდუქტებისგან თავის არიდება.

ეს ის პერიოდია, როდესაც თქვენ მენსტრუაციას ელოდებოდით, თუმცა ჯერაც არ მოგსვლიათ. თუ ჯერ კიდევ არ გიცდიათ შემოწმება, აუცილებლად იყიდეთ ორსულობის ტესტი ან გაიკეთეთ სისხლის ანალიზი ლაბორატორიაში.
ალბათ უკვე შეამჩნიეთ რომ მკერდი უჩვეულოდ დაბერილია და ზომაშჳც მოიმატა, ეს იმის ბრალია, რომ დაიწყო მზადება რძის ჩასადომად და თქვენ როგორც დედა პირველად ეს შეგახსენებთ თავს. მზარდმა საშვილოსნომ შეიძლება გამოიწვიოს შარდვის გახშირება, ნურც ეს გაგიკვირდებათ. რიგ შემთქვევებში ორსულებს აწუხებთ გულძმარვა, ან გულისრევაც კი, თქვიდან შესაძლოა მხოლოდ დილაობით, ხოლო რამოდენიმე დღეში შეიძლება გაგიმძაფრდეთ და დღჳს ნებისმიერ დროსაც კი მოგიხდეთ ღებინება, თუმცა ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ორსულობის სიმპტომებთაგანია და 13-15 კვირიდან უნდა ამოისუნთქოთ შვებით.

როგორ შევიმსუბუქოთ გულისრევის შეგრძნება?

ლოგინიდან ნელა წამოვდგეთ
ვჭამოთ ცოტ-ცოტა
საკვებში შეურიეთ ყვითელი ყვავილი
სვით წყალი რათა თავიდან ავიცილოთ გაუწყლოვება
გააკეთეთ საორსულო ვარჯიშები

ბავშვის განვითარება:
ჩანასახზე უკვე გამოიკვეთა თავი და სხეულის ფორმა. ყალიბდება ”პრიმიტიულ ხაზად” წოდებული მომავალი თავისა და ზურგის ტვინი. ამ დროისთვის ნევრალური მილის ზედა ნაწილი იწყებს გაბრტყელებას, შემდგომში იგი მიიღებს ტვინის წინა ნაწილის ფორმას. ემბრიონის შუაში ამოზნექილი ნაწილი კი გადაიქცევა ბავშვის გულად.

რჩევები მამებს - იქონიეთ მოთმინება და სოლიდარობის გრძნობა. მაქსიმალურად დაეხმარეთ მეუღლეს ადვილად და მსუბუქად გადაიტანოს ორსულობის საწყისი, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანი ეტაპი.



ამ კვირაში შეიძლება იმატოს ტოქსიკოზმა, ე.ი. გახშირდეს გულისრევის შეგრძნება, მოიმატოს მგრძნობელობამ სუნებზე, გახშირდეს ნერწყვის გამოყოფა. თუ ამან ძალიან შეგაწუხათ, მიმართეთ თქვვენს ექიმს. გაითვალისწინეთ მისი რჩევები და არა ნათესავ- ახლობლებისა. თვითნებურად ნურაფერს მოიმოქმედებთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე..



ამ დროს არასასურველია:
1.სისხლდენა,
2.ტკივილი,
3.სისხლის კოლტები 

ამ პერიოდში ბავშვი იწყებს სუნთქვას. თუმცა იგი ჯერ მხოლოდ ემბრიონია. მისი განვითარება ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ამ კვირაში ჩამოყალიბებას იწყებს ყურები დაა თვალები. ასევე იწყებს პირის გაღებას, გული ცდილობს სისხლის გადამუშავებას და სხვა ორგანოებიც იწყებენ ფორმირებას, ასევე ჩანს კიდურების პატარა წარმონაქმნები. თვინი ცდილობს შეავსოს უკვე სხეულთან შედარებით შესამჩნევად გაზრდილი თავი. ასევე ნელ ნელა ყალიბდება კიდურები, მათი პირველადი მინიშნება კი ამ კვირაში იჩენს თავს.. მიუხედავად იმისა რომ ჩანასახუ სულ რამოდენიმე კვირისაა, ბავშვის გული პირველად სწორედ ამ კვირაში იწყებს ცემას, თუმცა იგი ძალიან სუსტია და მხოლოდ კარგი ულტრაბგერის აპატარები შეძლებენ მის ამოცნობას. ამის შემდეგ სისხლი დაიწყებს ცირკულირებას. ამ დროისთვის თქვენი პატარა დაახლოებით 2-4 მილიმეტრამდეა.

სიპმტოპმები:
ამ კვირაში მთელი ძალით შეიგრძნობთ ორსულობის სიმპტომებს, თუ თქვენ პირღებინება მკერდის ტკივილი დაღლილობა და ძილის სურვილი მოგეძალათ. არ დაივიწყოთ ვიტამინების მიღება, ისინი ამკვრივებენ ჩანასახს და განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს უუმჯობესებენ. ნუ მოიკლებთ ცე ვიტამინს.

რჩევები მამიკოებს: მეტი დრო დაუთმეთ მეუღლეს, ამ პერიოდშჳ თქვენ მას ყველაზე მეტად სჭირდებით, რათა უფრო თავდაჯერებულები და დამშვიდებულები იყვნენ. შეეცადეთ ისეირნოთ სუფთა ჰაერზე, დასახოთ გეგმები, იმსჯელოთ პატარას მომავალ ოთახზე. ასე მეუღლესაც სასიამოვნო გუნებაზე დააყენებთ და თქვენც ჩართულად იგრძნობთ თავს საორსულო ფაციფუცში.

რჩევა: თუ ახლობლებისთვის და მეგობრებისთვის ჯერ არ გაგინდვიათ თქვენი პატარა საიდუმლო, უმჯობესი იქნება კიდევ ცოტაც დაიცადოთ. რათა თავიდან აიცილოთ  დამღლელი კითვები და ზედმეტი ყურადღება.



უკვე მე -4 კვირა დადგა ჩასახვიდან, თქვენი პატარა დაახლოებით 5-13 მილიმეტრამდეა.და დაახლოებით 0.8 გრამს იწონის. თქვენი პატარა გაზრდას იწყებს,ის ახლა მხოლოდ ბრინჯის მარცვლის ოდენა, მააგრამ ჩანასახის ტვინი გაანაგრძობს ზრდას. ეს კვირა მნიშვნელოობით დაახლოებით იგივეა, რაც წინა. ისევ გრძნობთ შემაწუხებელ გულისრევას და მთელი დღის ხალისიც გაფუჭებულია. ბავშვის ხელები ისევ განაგრძობენ ზრდას, ხოლო თითები ჯერ კიდევ არ ჩანან.

ამ კვირაში იწყებენ ჩამოყალიბებას თვალის გუგები, ცხვირის ნესტოები, კუჭნაწლავი, და ბრონხები. ბავშვის სახის ჩამოყალიბებაც გრძელდება. პატარა თვალები პირი და ყურები უკვე შესამჩნევია. თანდათანობით ყალიბდება ჭიპლარიც.

თუ ტყუპებს ელოდებით:
მიუხედავად ასეთი პატარა ვადისა ძალიან ადვილად შეგვიძლია განვასხვავოთ იგი.

წონაში სწრაფი მატება;
სწრაფად დაღლა;
გამძაფრებული გულისრევის შეგრძნება; რომელიც დიდად განსხვავდება ერთ ბავშვზე ორსულობის შეგრძნებისგან.
იმის შემდეგ რაც უკვე დაზუსტებით გაიგებთ რომ ორ პატარას ელოდებით, თქვენც განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ, თუ რითი იკვებებით, როგორ ატარებთ დღეს, შეეცადეთ მაქსიმალურად აირიდოთ თავიდან გადატვირთვა, ნუ დაალაგებთ სახლს, ნუ იქნებით მოხრილ მდგომარეობაში დიდი ხნით, ნუ აწევთ ხელებს მაღლა ისე რომ დაგეჭიმოთ მუცელი.

რჩევები მამიკოებს:
თქვენ უკვე მოძჳებული გაქვთ მასალები ორსულობის შესახებ, და კარგად გესმით რა პერიოდი აქვს თქვენს მეუღლეს, და როგორ სჭირდება თქვენი დახმარება და თანადგომა. ნუ გაუცრუებთ იმედებს..

ამ კვირაში ექოს შეუძლია გულის ფეთქვის ამოცნობა, გრძელდება ფეხისა და ხელის თითების ჩამოყალიბება. ასევე ცვლილებებია სახეზეც, უკვე კარგად გამოირჩევა ცხვირი, ყურები და თვალები. ამ დროს თქვენი ბავშვი ორი მარცვლის ოდენაა. 

თქვენ უკვე შეარჩიეთ კონსულტაციის ექიმი? მასთან მისვლის დრო უკვე მოვიდა. იგი უხელმძღვანელებს თქვენს ორსულობას ამ 9თვის განმავლობაში. ჩაგიტარებთ გამოკვლევებს, მოგთხოვთ ანალიზების ჩაბარებას ყოველთვიურად, პირადად შეგამოწმებთ, დააკვირდება ბავშვის განვითარებას ულტრაბგერითი გამოკვლევების პასუხების საფუძველზე.

პირველი ვიზიტისას ექიმი შეამოწმებს:

→ შარდის ანალიზის პასუხს
→ სისხლის საერთო ანალიზის პასუხს
→ ორსულის ავადმყოფობების ისტორიას
→ წნევას
→ წონას
 
ბავშვის განვითარება:
ბავშვი უკვე 16 მმ მდეა. ტვინი ნათლად ჩანს. ხელები იწყებენ მოხრას, ფორმირდება სხეულის ფორმაც.

რჩევები მამიკოებს -  როდესაც თქვენი მეუღლე მიდის ექიმთან კონსულტაციაზე, შეეცადეთ გაჰყვეთ მას და გამოიჩინოთ დიდი ინტერესი და ჩართულობა დასაწყისიდანვე. კონსულტაციის მერე გაისეირნეთ მეუღლესთან ერთად და ისაუბრეთ ექიმთაან ვიზიტის შედეგებზე.ამით მეუღლის ყფრო მეტად გახალისებას შესძლებთ.


შეიძლება შენარჩუნდეს დაღლილობა, თავბრუსხვევა, გულისრევა. რას იზამთ, ორსულობა მძიმე ტვირთია, დააკვირდით ვენებს მკერდზე, ისინი შესაძლოა უფრო თვალსაჩინონი გახდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი სისხლძარღვები მიდრეკილნი არიან გაფართოებისადმი.
თქვენ გრძნობთ დაღლილობას, და თავბრუსხვევებს. თქვენი სხეულის ფორმები იწყებენ ცვლას, თქვენ შესაძლოა დაიწყოთ წონაში მატებაც.

ამ დროს თქვენი პატარა განაგრძობს განვითარებას. თვალების ჩამოყალიბება ძირითადად დამთავრებულია და ეხლა იწყება ენის ფორმირება. თითები ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ისინი ჯერ ძალიან მოკლე და აპკიანები არიან. თქვენი პატარა ახლა დაახლოებით 22-30 მმ მდეა და 4 გრამს იწონის. ბავშვის სხეული განაგრძობს ფორმირებას, კუდისმაგვარი დაბოლოება ამ კვირისთვის თითქმის გაუჩინარებულია. ამის საპირისპიროდ თავი შესამჩნევლად გაზრდილია, და ბევრად აღემატება დანარჩენ სხეულს სიდიდით. ბავშვის სასქესო ორგანოები იწყებენ ფორმირებას.

მიიღეთ ბევრი ვიტამინები, კალცი, რკინა.. რათა ხელი შეუწყოთ თქვენი ბავშვის განვითარებას და საკუთარ ორგანიზმის სიჯანსაღეს.


რჩევები მამიკოებს - შეიძლება თქვენ თავიდან ვერც კი შეამჩნიეთ თქვენი მეუღლის უჩვეულოდ გაზრდილი მკერდი და სხეულის ცვალებადობა მეტად მიმზიდველადაც კი მიიჩნიოთ. მაგრამ მეუღლის მიმართ თქვენმა გაზრდილმა ლტოლვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს პატარას. თუ ეს პრობლემები გაწუხებთ, რჩევა ჰკითხეთ თქვენს პირად ექიმს.


10 კვირა

თუ თქვენ შეგაწუხათ მომატებულმა დაღლილობამ და ღებინების შეგრძნებამ, გამაგრდით, ორიოდ კვირაში ყველაფერი ჩადგება ჩვეულ კალაპოტში. (ყოველ შემთხვევაში ეს ხდება უმრავლესი ორსულობის დროს). ამ დროს თქვენი პატარა უკვე ცურავს. იგი იწყებს სუსტ მოძრაობას, მაგრამ საკმაოდ პაატარაა იმისათვის, რომ მისი ეს მცდელობა საგრძნობი იყოს.
პატარას შინაგანი ორგანოებიც აგრძელებენ ჩამოყალიბებას, და მალე ისინი ერთობლივად შეძლებენ ფუნქციონირებას. ასევე ყალიბდებიან ნაწლავები, ვითარდება ყურის გარეთა ნაწილი, თითები, ქუთუთოები.კალცით მოამარაგეთ ორგანიზმი რათა შეუწყოთ ხელი ბავშვის ბილების და ძვლების სწორ ჩამოყალილბებას. ბავშვის ტვინი ამ კვირიდან განსაკუთრებულად სწრაფად იწყებს განვითარებას. მე 10 კვირა ითვლება ერთ ერთ მნიშვნელოვან საფეხურად ორსულობის მიდინარეობისას.
ბავშვს სქესის გაგება ჯერ კიდევ ადრეა, მისი სასქესო ორანოები ჯერ კიდევ ძალიან პატარებია და ძალზედ წააგვანან ერთმანეთს, დაახლოებით 11 კვირის ბოლოდან შესაძლებელი იქნება სავარაუდო დასკვნების გაკეთება.

რიგ შემთხვევაში ორულობის ამ პერიოდიდან იწყება წონაში მატების პროცესი, თუმცა არის გამონაკლისებიც, როდესაც ორსულები ფეხმძიმობის საწყის ეტაპზე მკვეთრად იკლებენ წონაში (3–5კგ), ამის ძირითად მიზეზად ითვლება გულძმარვის და რებინების პრობლემა.

რა შეიცვალა თქვენში:
ორსუობამდე თქვენი საშვილოსნო დაახლოებით პატარა მსხლის ზომის იყო, ახლა კი იგი დაახლოებით გრეიფრუტის ზომის არის. შესაბამისად იმის და მიუხედავად მოიმატეთ თუ არა წონაში, უკვე არაკომფორტულად გრძნობთ თავს ჩვეულებრივ ამოსში, და მალე გადახვალთ საორსულო სამოსის ხმარებაზე, რათა თავისუფლად და შეუბოწავად იგრძნოთ თავი.


რჩევეები მამიკოებს - ხანდახან გრძნობთ, რომ გინდათ სრულიად უცხო ადამიანს ახაროთ – მე მალე მამა გავხდები, ხანაც მცირედი შიში გიპყრობთ. ეს ყველაფერი ბუნებრივია, თქვენთვის კი ახალი და გამოუცდელი გრძნობაა. შეეცადეთ ბევრი ესაუბროთ მეუღლეს, გაუზიარეთ ერთმანეთს თქვენი აზრები, შიშები თუ მომავალი ბედნიერების განცდები. 

კატეგორია: ორსულთათვის | დაამატა: MRadidasa
ნანახია: 17093 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 9 | რეიტინგი: 3.2/25
სულ კომენტარები: 9
9 lana  
0
მოგესალმებით, ციკლამდე 2 კვირით ადრე ტესტის რამდენჯერმე გაკეთების შედეგად პასუხი მუდმივად დადებითი ამოდის თუმცა საშინელი შეგრძნებები მაქვს თითქოს ციკლი მეწყება, ამ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს? რადგან წესით ციკლს 2დღეში ველდოები?

მადლობთ წინასწარ პასუხისათვის.

8 lika  
0
mainteresebs testi ramden tveze achvenebs ro orsulobaaa?

7 elmira  
0
es

6 niniko_nincho  
0
gamarjobat mainteresebs ori wlis gatxovili var da ratom ver vorsuldebi?

5 nana.k  
0
gamarjobat dzalian maintareses gavigo winaswar bavshvis sqesi,gamotvlit martakia tu ara,da mainteresebs rogor gamovtvalo

4 ნინო  
0
გამარჯობათ.
გთხოვთ მიპასუხოთ.ოვულაციის ტესტმა დადებითი პასუხი მიჩვენა.შეიძლება,რომ ფეხმძიმედ ვიყო?წინასწარ გიხდით მადლობას.

3 natali  
0
me var 16 kviris orsuli da vsvav folium mjavas da iodo balans .eqimm amitxra mteli 9 tve unda sva iodo balansi rom bavshvma iodi ar wagartvaso

2 nino  
0
var 6 kviris orsuli da vigeb eqimis mier danishnul folium-mJavas. da mainteresebs iodo balansi ar unda vsva?

1 koko  
0
sddmngsmdngbs

სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 03.08.2025, 12:32
საიტის მენიუ

    საუბრები რელიგიაზე და მედიცინაზე [3]
    ფიცი [2]
    კომპიუტერი და ადამიანი [1]
    საინტერესო შემთხვევები მედიცინაში [3]
    ორსულთათვის [1]
    დიეტები [7]
    დაავადებები და ავადმყოფობები [8]
    ისტორიები [3]
    სექციის კატეგორიები
    საუბრები რელიგიაზე და მედიცინაზე [3]
    ფიცი [2]
    კომპიუტერი და ადამიანი [1]
    საინტერესო შემთხვევები მედიცინაში [3]
    ორსულთათვის [1]
    დიეტები [7]
    დაავადებები და ავადმყოფობები [8]
    ისტორიები [3]
    მინი-ჩეთი
    ჩვენი გამოკითხვა
    ვითარდება თუ არა საქართველოში მედიცინა?
    სულ პასუხი: 78
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    შესვლის ფორმა
    ძებნა
    საიტის მეგობრები
    Copyright MyCorp © 2025Free site builder - uCoz