Мой сайт მთავარირეგისტრაციაშესვლა
მთავარი » ფაილები » ისტორიები

პრეზერვატივის ისტორია
16.10.2009, 23:21

   არქეოლოგიური გათხრებისას ისტორიკოსებმა აღმოაჩინეს უცნაური ფორმისა და გაურკვეველი დანიშნულების გაყვითლებული, გაქვავებული, ერთი ბოლოდან ცილინდრის ფორმის ნივთი. თავდაპირველად ჩათვალეს, რომ ეს ნაკეთობა რომელიღაც რიტუალისთვის განკუთვნილი ნივთი იყო, სასმისი, ან რაღაც ამდაგვარი. ის დამზადებული იყო სპეციალურად დამუშავებული ფისისგან, რომელიც დროთა განმავლობაში გაქვავდა. მოგვიანებით ამ „ჭიქის“ ზედაპირზე აღმოჩნდა ათასობით საუკუნგამოვლილი, მცირე რაოდენობის სპერმატოზოიდი, რამაც დაადასტურა - ეს უცნაური ნივთი, „პირველყოფილი“ პრეზერვატივი უნდა ყოფილიყო.

ისტორიულ წყაროებში პრეზერვატივის შესახებ ყველაზე ძველი ცნობები, ქრისტეშობამდე 3000 წლის წინანდელია. ლეგენდის თანახმად, კრეტის მეფე მინოსი, გადაჭარბებული ქალთმოყვარეობისა და მუდმივი ღალატის გამო, ცოლმა დაწყევლა. სხვა ქალთან ყოველი ურთიერთობის შემდეგ, მისი ორგანიზმიდან გველისა და მორიელის შხამი გამოიყოფოდა და პარტნიორ ქალს კლავდა. ამის გამო მეფე ნიმოსის სარეცელში მოხვედრას მშვენიერი სქესი თავს არიდებდა. სასოწარკვეთილმა მეფემ გადაწყვიტა, ქალთან ურთიერთობისას, ვირის შარდის ბუშტისგან დამზადებული ნივთ გამოეყენებინა. ამ ერთი შეხედვით მარტივმა საგანმა, მისი პრობლემა უმტკივნეულოდ გადაჭრა, მრისხანე ცოლის ეჭვიანობას კი ბოლო მოეღო.

  ლონდონის მუზეუმში ინახება ერთ ერთი ყველაზე ძველი პრეზერვატივი. ჩასახვის საწინააღმდეგო, ანტიკვარული საშუალება ცხოველის ნაწლავისგანაა დამზადებული. ყოველი გამოყენების წინ იგი დასარბილებლად რძეში უნდა დაესველებინათ. ეს საინტერესო ნივთი, უძველესი ციხესიმაგრის გათხრებისას აღმოაჩინეს.

ინგლისელები პრეზერვატივის წარმოშობის პატივს, ფრანგებს უთმობენ და ამტკიცებენ, რომ ამ ნივთის სახელწოდებაც ერთ-ერთი  ფრანგული სოფლის სახელიდან, კი–კინდომიდან მოდის. საფრანგეთი სიამოვნებით ითავსებს ამ სტატუსს, მევიც, ისინი ამ სოფელში მუზეუმის გახსნასაც კი გეგმავენ.

  მიუხედავად ამისა, დღემდე არ არის შესწავლილი სიტყვა „კონდომის“ წარმოშობა. ერთი ვარაუდით, ის ლათნური სიტყვა კონდურასგან მომდინარეობს, მეორე მოსაზრებით კი, ეს არის ინგლისელი ექიმის გვარი, რომელიც კარლოს მეორის მკურნალი იყო. მეფემ მას უბრძანა ათაშანგისაგან დამცავი საშუალება გამოეგონებინა. ექიმმა მბრძანებელს ცხიმით დამუშავებული თხის ნაწლავი შესთავაზა. მალე მთელმა არისტოკრატიამ აიტაცა ეს საჭირო ნივთი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ იგი მრავალჯერადი გამოყენების იყო, ამ დაავადების გავრცელება ვერ შეაფერხა.

  XV საუკუნეში ქრისტეფორე კოლუმბმა ევროპაში არა მხოლოდ ძვირფასეულობა, არამედ ამოუცნობი დაავადებაც შემოიტანა. ეს იყო ათაშანგი (სიფილისი), რომელიც მთელს ევროპასა და აზიას სწრაფად მოედო. XVI საუკუნეში, როდესაც თითქმის მთელი ევროპა და მათ შორის იტალიაც იტანჯებოდა, ექიმმა გაბრიელ ფალოპმა ხალხს ამ სენისგან დასაცავად სპეციალური „ტომრის“ გამოყენება შესთავაზა. ეს „ტომარა“ გაჟღენთილი იყო პრეპარატებით და ხსნარებით. ინტიმური ურთიერთობისას ეს „ტომარა“ გახდა საჭირო ნივთი, რომელსაც დღეს პრეზერვატივი ჰქვია.

  პრეზერვატივი გასაყიდად მხოლოდ 1712 წელს შემოვიდა. უკვე XIX საუკუნეში პრეზერვატივი რეზინისგან მზადდებოდა, ამის გამო, იგი ფართო მასებისთვისაც ხელმისაწვდომი  გახდა, გაიზარდა მისი რაოდენობაც. პირველი რეზინის პრეზერვატივი 1885 წელს დამზადდა. მოგვიანებით კი ამ საჭირო ნივთის დასამზადებლად გამოიყენეს ლატექსი, რამაც მისი საიმედოობა უფრო გაზარდა.

 რელიგიური თვალსაზრისით სიტყვა პრეზერვატივის გამოყენება აიკრძალა  ენციკლოპედიასა და ლექსიკონებშიც კი. 1972 წლამდე იგი არც ცნობილ Oxford English Dictionary -ში მოიპოვებოდა.

 პრეზერვატივის მასობრივი წარმოება XX ს–ის 20–იანი წლებიდან დაიწყო. საბჭოთა კავშირში პრეზერვატივის დამზადება ლავრენტი ბერიას პატრონაჟით მოხდა. მას მეორე გამოგონება უწოდეს, ნომერ პირველად აირწინაღი მიიჩნევა.

პრეზერვატივი შიდსის, ვენერიულ დაავადებათა და სხვა ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო საშუალებად მიიჩნევა. მისი სიგრძე 18 სანტიმეტრია, დღეისთვის არსებობს სხვადასხვა შეფერილობის, არომატის, გლუვი ან რელიეფური, ცხიმით ან მის გარეშე. კარგი პრეზერვატივი 5 წელი ინახება.

კატეგორია: ისტორიები | დაამატა: MRadidasa
ნანახია: 1476 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 5 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
5 MRadidasa  
0
ნუ შეინახავ შენც იხმარე და გადააგდე, აქ იმაზეა საუბარი რომ ხარისხიანი პრეზერვატივი 5 წელი არ პუტდება ანუ ვადა 5 წელი აქვსო smile

4 HouseMD  
0
ეს ყველაფერი კაი მარა 5 წელი რატო უნდა შევინახო პრეზერვატივი?

3 MRadidasa  
0
YOYO MARTALIA EG NAMDVILI AMBAVIA ES SAGANMANATLEBLO SAITIA AQ TKUILEBI AR IWEREBA wink

2 YoYo  
0
sagol shen ramdeni giweria da im mepe da is mepe minosis ambavi tu martalia martla sagol ra

1 LorD  
0
:D:D

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 06.08.2025, 06:40
საიტის მენიუ

    საუბრები რელიგიაზე და მედიცინაზე [3]
    ფიცი [2]
    კომპიუტერი და ადამიანი [1]
    საინტერესო შემთხვევები მედიცინაში [3]
    ორსულთათვის [1]
    დიეტები [7]
    დაავადებები და ავადმყოფობები [8]
    ისტორიები [3]
    სექციის კატეგორიები
    საუბრები რელიგიაზე და მედიცინაზე [3]
    ფიცი [2]
    კომპიუტერი და ადამიანი [1]
    საინტერესო შემთხვევები მედიცინაში [3]
    ორსულთათვის [1]
    დიეტები [7]
    დაავადებები და ავადმყოფობები [8]
    ისტორიები [3]
    მინი-ჩეთი
    ჩვენი გამოკითხვა
    ვითარდება თუ არა საქართველოში მედიცინა?
    სულ პასუხი: 78
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    შესვლის ფორმა
    ძებნა
    საიტის მეგობრები
    Copyright MyCorp © 2025Free site builder - uCoz