 "Invia est in medicina via sine lingua Latina" ”გაუვალია გზა მედიცინაში ლათინური ენის გარეშე”
გვაუწყებს ერთი ლათინური ანდაზა და ამაში ალბათ დაგვეთანხმება ყველა ექიმი
და პროვიზორი. მე ლევან ფაციაშვილი კი იმასაც დავამატებ, რომ ძველბერძნული
და ლათინური ლექსიკის ცოდნა სასურველია ნებისმიერი განათლებული
ადამიანისათვის, აკი არსებობს ასეთი გამონათქვამიც:
"Non tam praeclarum est scire Latine, quam turpe nescire" ”ლათინურის ცოდნა იმდენად თავმოსაწონი არაა, რამდენადაც მისი არცოდნაა სამარცხვინო.”
ადამიანობის ყოფის ნებისმიერი სფეროს საერთაშორისო ტერმინოლოგია ხომ
სწორედ ამ ენების ლექსიკაზეა დაყრდნობილი. ახლაც, ჩვენს თვალთა წინ რომ
შეიქმნება რაიმე ახალი, მას სახელი დაერქმევა ძველბერძნულ ან ლათინურ
ლექსიკაზე დაყრდნობით. ასე შეიქმნა მაგალითად ტერმინები: კოსმოდრომი,
აპოგეა, ტელევიზორი, კოსმონავტი, ტელეტაიპი, ლითოთრეკი და სხვა მრავალი.
თითოეული ჩვენთაგანის ყოველდღიურ მეტყველებაში გვხვდება ძალიან ბევრი
საერთაშორისო ტერმინი, რომელიც ჩვეულებრივ ძველბერძნულიდან, ან
ლათინურიდან მომდინარეობს. ვთქვათ ასეთი წინადადება: ” პედიატრიული
ფაკუტეტის სტუდენტები მიკრობიოლოგიის კათედრის ლაბორატორიაში ლექციას
აკონსპექტებენ” ამ წინადადებას თავისუფლად გაიგებს ყველა ქართველი.
თუკი მან ქართული იცის და დაწყებითი განათლება მაინც აქვს. ხოლო თუ მას
სხვა რომელიმე ენაზე ვთარგმნით, ლექსიკა უცვლელი დარჩება, შეიცვლება
მხოლოდ მორფოლოგიურ-სინტაქსური სახეები და დამოკიდებულებები. ახლა ვნახოთ და განვიხილოთ ამ წინადადებაში შემავალი თითოეული სიტყვა-ტერმინი.
უპირველესად ის უნდა ითქვას, რომ აქ შემავალი არც ერთი სიტყვა ქართული
არაა, იგი ყველა განვითარებულ ენაში ასევეა წარმოდგენილი და არავითარ
შემთხვევაში არ მიუთითებს ამა თუ ინ ენის ლექსიკურ სიღარიბეზე. ”პედიატრია” ორი ბერძნული სიტყვისაგან შედგება ”pats-patdos” ”ბავშვი” და ” tater-tatros” ”ექიმი” ”ფაკულტეტი” ლათინური სიტყვაა და ქართულად ”შესაძლებლონას” ნოშნავს ”სტუდენტი” ლათინური ”studeo” ზმნიდან წარმოებული მიღეობაა და თუ ქართულად ვთარგმნით. ”მოწაფე” გამოვა. ”მიკრობიოლოგია” სამი ბერძნული სიტყვითაა შედგენილი: ”mikros” - ”მცირე”, ” bios”-”პატარა”, ”logos” - ”მოძღვრება”. ”კათედრა” ბერძნული ”kathizo” ზმნიდან მომდინარეობს და სამუშაო დაწესებულებას გამოხატავს. ”ლექცია” ლათინური ”lego” ზმნიდან მომდინარეობს, რაც ქართულად ”წაკითხვას” ნიშნავს. ”კონსპექტი” ლათინური სიტყვაა და ქართულად ”მიმოხილულს” ნიშნავს.
ამგვარი წინადადებების მოყვანა მრავლად შეიძლება, ჩვენ ყველამ ვიცით
სიტყვები: ასტრონომია, ტრიგონომეტრია, ფიზიკა, ლიტერატურა, გრამატიკა,
ზოოლოგია, მათემატიკა, რადიკალი, პროექტი, ცირკულაცია, ცილინდრი, ატომი,
ატმოსფერო, გეოგრაფია, გეოლოგია, თეოლოგია, ათეიზმი, სიმეტრია, ასიმეტრია,
ავტომობილი, ოპტიმიზმი, მინიმუმი, მაქსიმუმი და სხვა მრავალი. ყველა ეს
სიტყვა ძველბერძნული ან ლათინური წარმომავლობისაა. ბერძნულ-ლათინური ლექსიკის საერთაშორისო ტერმინოლოგიის საფუძვლად დადება განაპირობა რამდენიმე ფაქტმა:
1. ძველბერძნულ და რომაულ სამყაროში ჩაეყარა საფუძველი თითქმის ყველა იმ
მეცნიერებას, რომელსაც იცნობს თანამედროვე კაცობრიობა: მედიცინა,
ფილოსოფია, ფილოლოგია, ისტორია, მათემატიკა, ქიმია, აგრონომია, ნავიგაცია,
თეოლოგია და სხვა. ჯერ ბერძნულ და შემდეგ ლათინურ ენაზე შეიქმნა, ცხადია
ამ მეცნიერებებისათვის საჭირო ლექსიკა და ტერმინოლოგია. როცა ამ ენებზე
არსებული ლიტერატურა ითარგმნა სხვა ენებზე. ტერმინოლოგია ძირითადად
უცვლელი დარჩა, რადგან უმეტეს შემთხვევაში ამ ენებზე არ არსებობდა
შესაბამისი საგნები და შესაბამისად მათი სახელწოდებები. 2.
ჯერ საბერძნეთმა და შემდეგ რომმა როგორც პოლიტიკურად და ეკონომიკურად ისე
კულტურის თვალსაზრისით დაიპყრო ძველი მსოფლიოს დიდი ნაწილი და თავისი ენა
გაავრცელა დაპყრობილ ქვეყნებში. 3. ორი წინა მიზეზიდან
გამომდინარე, აღორძინების დროიდან მოყოლებული დღევანდელი დღის ჩათვლით,
როცა ახალი რამ იქმნება მსოფლიო მასშტაბით, მას სახელი ეწოდება
ძველბერძნული ან ლათინურ ლექსიკაზე დაყრდნობით. ასე რომ, ძველბერძნული და
ლათინური ლექსიკის რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს ყველა ცივილიზებული
ერის ენაში.
|